გელათის და იყალთოს აკადემიები

 XI-XII  საუკუნეში საქართველო ძალიან გაძლიერდა. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აყვავების შედეგად კულტურის თითქმის ყველა დარგი დაწინაურდა, უპირველეს ყოვლისა, ქართული მეცნიერება.

1106 წელს დავით აღმაშენებელის ინიციატივით ქუთაისდან ახლოს, მდინარე წყალწითელასთან, გელათის ტაძართან დაარსდა გელათის აკადემია.

აქ მოღვაწეობდნენ სწავლული ქართველები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭისძე და სხვები.


გელათის აკადემიაში ისწავლებოდა გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, ფილოსოფია,რიტორიკა, გრამატიკა, ასტრონომია.


გელათის ტაძარში შეიქმნა და ითარგმნა "დიდი სჯულისკანონი", "ბუნებისათვის კაცისა" და ასევე ჰაგიოგრაფიული კრებული.


არსენ იყალთოელი იყო აკადემიის პირველი რექტორი, ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი, რომელიც იმ დროისათვის ფრიად განსწავლული პიროვნება იყო. მას განათლება  ბიზანტიაში კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია.

No comments:

Post a Comment